მთავარ შიგთავსზე გადასვლა

Demo Day

სექტორული შეხვედრები, სადაც GAIA-ის წევრი კომპანიები და გამოცდილი პრაქტიკოსები კომპანიების ხელმძღვანელებს აჩვენებენ, რისი გაკეთება შეიძლება დღეს ხელოვნური ინტელექტით.

რატომ ვატარებთ დემო დღეებს

ბიზნესმა უკვე იცის, რომ ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანია. დემო დღეზე კი გაიგებთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ AI-ის დახმარებით, რა გჭირდებათ ამისთვის და საიდან დაიწყოთ.
სავსე დარბაზი: Demo Day-ის მონაწილეები გამოსვლას უსმენენ
  1. ერთი სექტორი

    ყოველი დემო დღე ერთ სექტორს ეთმობა, ამიტომ ყველა ქეისი და გადაწყვეტა მონაწილე კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობას ეხება.

  2. გადაწყვეტილების მიმღებები

    სექტორულ ასოციაციებთან ერთად ვიწვევთ კომპანიების საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ანუ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს.

  3. რეალური ქეისები

    ქართული AI კომპანიების ხელმძღვანელები გაგიზიარებენ, როგორ შეუძლიათ მათ კომპანიებს თქვენი ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტა. პრაქტიკოსები კი მოგიყვებიან, რა გააკეთეს, რა სირთულეებს შეხვდნენ და რა შედეგები მიიღეს.

ჩატარებული დემო დღეები

  1. ელექტრონული კომერცია

    თბილისი, D Block

    • Demo Day-ის გახსნაზე სპიკერი აუდიტორიას მიმართავს
    • სპიკერი ელექტრონულ კომერციაზე საუბრობს
    • სპიკერი მიკროფონით აუდიტორიის წინ
    • კომპანიის წარმომადგენელი პროდუქტს წარადგენს
    • თემატური გამოსვლა ონლაინ შოპინგის ცვლილებაზე
    • მონაწილეები დარბაზის ბოლოში გამოსვლას ისმენენ
    • მონაწილეები ყურადღებით უსმენენ სპიკერს

მიიღეთ მონაწილეობა შემდეგ დემო დღეზე

მოგვწერეთ, თუ გინდათ დასწრება, გამოსვლა ან თქვენი სექტორის დემო დღის მოწყობა ჩვენთან ერთად.