გენერაციული AI-ის დანერგვა
- ხანგრძლივობა
- 4–12 კვირა
- ეტაპები
- 3 ფაზა
სერვისის შესახებ
პროექტი კომპანიას გენერაციული AI-ის სწორად ათვისებაში ეხმარება.
GenAI მოიცავს ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ქმნის ტექსტს, გამოსახულებას, კოდს თუ ხმას. ChatGPT, Gemini, Claude, Midjourney GenAI ხელსაწყოებია.
პროექტი გულისხმობს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით კომპანიაში GenAI-ის ათვისების ტექნიკურ, ორგანიზაციულ და პროექტულ მართვას და თანამშრომლების მომზადებას. ეს მოიცავს ათვისების სრულ ციკლს, სწორი GenAI ინსტრუმენტების შერჩევიდან შედეგების მონიტორინგის სისტემამდე.
დრო და პროცესი
01 / ფაზა 1
შესწავლა
ორგანიზაციის, ძირითადი პროცესებისა და მიმართულებების საქმიანობის შესწავლა; მათთან ერთად გამოყენების ქეისების შეგროვება.
02 / ფაზა 2
ტრენინგები და ბოტები
ტრენინგები GenAI-ის შესახებ, კონკრეტულ პროცესებსა და გუნდებზე მორგებული ბოტების შექმნა, მონაცემთა უსაფრთხოება.
03 / ფაზა 3
AI ჩემპიონები
AI Excellence ცენტრისა და AI ჩემპიონების პროგრამის შექმნა, მათი მომზადება და პირველადი მხარდაჭერა, თანამშრომლების მომზადება, პრომპტებისა და გამოყენების ქეისების ბაზების მომზადება.
რას მიიღებთ
- AI გამოყენების ქეისებისა და პრომპტების ბაზა
- AI-ის გამოყენების შიდა პოლიტიკის დოკუმენტი
- ლაივ და ონლაინ ტრენინგები გუნდისთვის
- კომპანიისთვის შექმნილი 3–5 შიდა ბოტი
გამოცდილება
ჩვენი გუნდის წევრები წამყვან ქართულ ბანკებში GenAI-ის ათვისების პროცესებს ხელმძღვანელობენ.
ხშირად დასმული კითხვები
ვინ იქნება პროცესის მართვაში ჩართული?
ჩვენი გუნდის წევრები წამყვან ქართულ ბანკებში GenAI-ის ათვისების პროცესებს ხელმძღვანელობენ.
როდის მჭირდება GenAI-ის ათვისების პროცესში დახმარება?
ეს სერვისი სჭირდება კომპანიებს, რომლებსაც 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, რომლებიც ბევრ განმეორებად საქმეს ასრულებენ.
დავიწყოთ საუბარი
მოგვწერეთ, რა ამოცანა დგას თქვენი კომპანიის წინაშე. პირველ შეხვედრაზე ერთად განვსაზღვრავთ შემდეგ ნაბიჯებს.