- ხანგრძლივობა
- რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე
- ერთი სესია
- საშუალოდ 2–2.5 საათი
- ფორმატი
- ფიზიკურად ან ონლაინ
სერვისის შესახებ
GAIA-ის კორპორაციული AI ტრენინგები შექმნილია მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის, რათა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ეფექტიან ინსტრუმენტად იქცეს. სატრენინგო პროგრამები კომპანიის სექტორის, საქმიანობისა და საჭიროებების მიხედვით დგება და პრაქტიკულ გამოყენებაზეა ორიენტირებული.
ტრენინგები მოიცავს როგორც AI-ის ზოგად, ისე ფუნქციურ (მარკეტინგი, ფინანსები, პროექტების მართვა და სხვა) და სექტორულ (ვაჭრობა, კომუნიკაციები, ელ-კომერცია, ტურიზმი, დეველოპმენტი და სხვა) გამოყენებებს.
ჩვენი კურსები
AI-ის საფუძვლები
ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპები, ძირითადი ინსტრუმენტები და მათი სწორად და ეფექტურად გამოყენება.
AI ფინანსებისა და ანალიტიკისთვის
მონაცემთა დამუშავების ავტომატიზაცია, ფინანსური პროგნოზირება და რისკების შეფასება, Claude-ის ფინანსური ინსტრუმენტები.
AI მენეჯერებისთვის
სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მართვასა და შეფასებაში AI-ის ინტეგრირება და გუნდის პროდუქტიულობის მართვა.
AI პროექტების მართვისთვის
AI-ის გამოყენება პროექტების დაგეგმვასა და მართვაში, AI PM პროდუქტები.
AI მარკეტინგისთვის
მარკეტინგული ანალიზი, ციფრული მარკეტინგი და პერსონალიზებული კომუნიკაცია AI-ის გამოყენებით.
AI და HR
AI-ის გამოყენება HR-ის სრულ ციკლში, რეკრუტინგიდან ანალიტიკამდე.
AI კონტენტისთვის
ტექსტური, ვიზუალური და აუდიო კონტენტის გენერირება და კონტენტ სტრატეგიის განვითარება AI-ის გამოყენებით.
აგენტები და ავტომატიზაცია
ბიზნეს პროცესებისა და განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაცია და ჭკვიანი აგენტების შექმნა და დანერგვა.
რას მიიღებთ
- კომპანიაზე მორგებული ტრენინგების პროგრამა
- პრაქტიკული ტრენინგები და ვორქშოპები
- ონლაინ ან ფიზიკური ფორმატის შეხვედრები
- პრე- და პოსტ-მასალები და პრეზენტაციები
გამოცდილება
GAIA-ის გუნდს აქვს გამოცდილება შემდეგ სექტორებთან:
- საცალო ვაჭრობა
- დეველოპმენტი
- ფინანსური სერვისები
- ჯანდაცვა
- მომხმარებელთა მხარდაჭერა
- განათლება
- ავტომობილები და ლოჯისტიკა
- მცირე და საშუალო ბიზნესი
ხშირად დასმული კითხვები
სად ტარდება და როდის?
ტრენინგები შეიძლება ჩატარდეს ფიზიკურად ან ონლაინ, კომპანიასთან შეთანხმებულ ადგილას და მოსახერხებელ დროს.
ვინ ატარებს ტრენინგებს?
ტრენინგებს ქვეყნის წამყვანი, პრაქტიკოსი AI პროფესიონალები უძღვებიან.
რამდენ ხანს გრძელდება ტრენინგები?
კურსის, გრაფიკის, ჩართული თანამშრომლებისა და თემების კომპლექსურობის მიხედვით ტრენინგები შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი ან განაწილდეს რამდენიმე კვირაზე. თითოეული სესიის ხანგრძლივობა საშუალოდ 2–2.5 საათია.
ჩამოთვლილი კურსებისგან განსხვავებული ტრენინგის ჩატარებაც შეიძლება?
დიახ. ტრენინგები და მათი პროგრამები კომპანიის ინტერესებსა და საჭიროებებს ერგება.
დავიწყოთ საუბარი
მოგვწერეთ, რა ამოცანა დგას თქვენი კომპანიის წინაშე. პირველ შეხვედრაზე ერთად განვსაზღვრავთ შემდეგ ნაბიჯებს.