მთავარ შიგთავსზე გადასვლა

AI სტრატეგია და კონსულტაცია

პირველი ნაბიჯები ერთად
ხანგრძლივობა
საშუალოდ 6 კვირა
ეტაპები
4 ძირითადი ნაწილი

სერვისის შესახებ

კომპანიასთან ერთად ვსწავლობთ პროცესებს და ვამზადებთ AI-ის ათვისების პირველ გეგმას. გეგმა ისე მზადდება, რომ კომპანიამ AI-ისა და მონაცემთა ტექნოლოგიების დანერგვით რეალური, გაზომვადი ღირებულება მიიღოს.

პროექტი მოიცავს კომპანიის პროცესების შესწავლასა და ანალიზს, AI-ისა და ავტომატიზაციის დანერგვისთვის ყველაზე სწორი პროცესების შერჩევას, ათვისების გეგმისა და ტექნიკური დავალებების მომზადებას და მომწოდებლების შერჩევას.

დრო და პროცესი

  1. 01 / 1–2 კვირა

    რა ხდება ახლა

    პროცესების შესწავლა, ინტერვიუები და პროცესების რუკის მომზადება.

  2. 02 / მე-3 კვირა

    რა შეიძლება გამოვიდეს

    IT სისტემების ანალიზი და სწრაფად დანერგვადი გამოყენების ქეისების სია.

  3. 03 / 4–5 კვირა

    რისი გაკეთება ჯობია

    AI-ის დანერგვის იდეების პრიორიტეტიზაცია მზაობისა და ბიზნეს ღირებულების მიხედვით.

  4. 04 / მე-6 კვირა

    როგორ გავაკეთოთ

    ტექნიკური დავალებების მომზადება, მომწოდებლების შერჩევა და მათთან კომუნიკაცია.

რას მიიღებთ

  1. არსებული პროცესებისა და მათში AI-ის ინტეგრაციის სქემა
  2. კომპანიაში AI-ის გამოყენების ქეისების სია
  3. ტექნიკური დავალებები შერჩეული სერვისებისთვის
  4. პოტენციური მომწოდებლების სია

გამოცდილება

უკვე ვემუშავეთ კომპანიებს შემდეგი სექტორებიდან:

  • საცალო ვაჭრობა
  • ავტოდილერები
  • ფინანსური სერვისები
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა
  • ენერგეტიკა

ხშირად დასმული კითხვები

ვინ იქნება კონსულტანტი?

GAIA-ის AI ცენტრი აერთიანებს AI და ბიზნეს პროფესიონალებს, რომლებსაც საერთაშორისო და ქართულ კომპანიებში ხელოვნურ ინტელექტზე, მონაცემთა მოდელებზე, ციფრულ პროდუქტებსა და ბიზნეს ტრანსფორმაციაზე მუშაობის გამოცდილება აქვთ და ახლა ამ გამოცდილების სხვა ბიზნესებისთვის გაზიარებისთვის არიან მზად.

საერთოდ არ ვიცი, AI როგორ გამოვიყენო, მაგრამ დანერგვა მინდა. ეს სწორი სერვისია?

ეს ყველაზე სწორი სერვისია. ჩვენი მიზანი ბიზნესებში AI-ის დანერგვისკენ პირველი ნაბიჯების ერთად და სწორად გადადგმაა.

ვისთან გიმუშავიათ?

ეს სერვისი ყველაზე საჭიროა კომპანიებისთვის, რომლებიც AI-ის ათვისებას იწყებენ. უკვე ვემუშავეთ კომპანიებს საცალო ვაჭრობის, ავტოდილერების, ფინანსური სერვისების, მომხმარებელთა მხარდაჭერისა და ენერგეტიკის სექტორებიდან.

დავიწყოთ საუბარი

მოგვწერეთ, რა ამოცანა დგას თქვენი კომპანიის წინაშე. პირველ შეხვედრაზე ერთად განვსაზღვრავთ შემდეგ ნაბიჯებს.