მთავარ შიგთავსზე გადასვლა

Quissly

ჭკვიანი პროდუქტის ძიება და ჩატი ონლაინ მაღაზიებისთვის.

GAIA-ის წევრი კომპანია

Quissly

კომპანიის შესახებ

Quissly არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტის საძიებო პლატფორმა, რომელიც ინტეგრირდება ნებისმიერ e-commerce ვებსაიტზე და ძველ keyword search box-ს გარდაქმნის ჭკვიან გაყიდვების კონსულტანტად. მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სრული კითხვებით, შეცვალონ ენა ან ატვირთონ ფოტოც კი, Quissly კი სწრაფად პოულობს მათთვის შესაფერის პროდუქტებს.

პროდუქტები და სერვისები

ინფორმაცია მოწოდებულია კომპანიის მიერ.

QSearch: the engine under the hood

ძიების ჭკვიანი სისტემა, რომელიც ძველი ტიპის საძიებო ველს ცვლის ბევრად უფრო ჭკვიან და ეფექტურ ძრავად. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ვებსაიტზე უბრალოდ დაწეროს სრული კითხვა (მაგ: „რომელი სპორტული ფეხსაცმელია წყალგამძლე?“), შეცვალოს ენა ან ატვირთოს პროდუქტის ფოტო - სისტემა მაინც სწორად მიხვდება, რა სჭირდება და წამებში მოიძიებს შესაბამის პროდუქტს. ეს მუშაობს იმიტომ, რომ QSearch ყველა პროდუქტის აღწერას, სურათს და მახასიათებლებს წინასწარ აანალიზებს და ციფრულად ინახავს ისე, რომ ძიების დროს სწრაფად შეადაროს მომხმარებლის მოთხოვნას.

QChat: Agentic wrapper around QSearch

ჩატბოტი, რომელიც QSearch-ს „ახმოვანებს“. ის მომხმარებლისთვის ძიების შედეგებს ხსნის მარტივ ენაზე და პასუხობს კითხვებზე ისე, როგორც მაღაზიაში კონსულტანტი გიპასუხებდა. მაგალითად, თუ მომხმარებელი ეძებს ზურგჩანთას, QChat არამარტო აჩვენებს შედეგებს, არამედ ხსნის რომელი უკეთესია წყლის წინააღმდეგ, რომელი უფრო ტევადია, ან რომელს აქვს მეტი ჯიბე. ის არ იგონებს პროდუქტებს, პასუხობს მხოლოდ იმაზე, რაც რეალურად არსებობს საიტზე.

AI Lab

ენის მოდელი ჩატბოტებისთვის და კვლევითი AI ლაბორატორია.

  • ენა და დოკუმენტები
  • მომხმარებელთა მომსახურება

1 შეთავაზება

Aisitec

HR სისტემა და ელექტრონული ხელმოწერის ვალიდაცია.

  • HR და პერსონალი
  • ავტომატიზაცია და აგენტები

2 შეთავაზება

CodePal

ვებპლატფორმები, AI აგენტები და ტრანსფორმაციის კონსულტაცია.

  • IT და ციფრული პლატფორმები
  • ავტომატიზაცია და აგენტები

5 შეთავაზება

დავიწყოთ საუბარი

მოგვწერეთ, რა ამოცანა დგას თქვენი კომპანიის წინაშე. პირველ შეხვედრაზე ერთად განვსაზღვრავთ შემდეგ ნაბიჯებს.