მთავარ შიგთავსზე გადასვლა

Supernova

AI ასისტენტები, მედია მონიტორინგი და მომხმარებელთა ანალიტიკა.

GAIA-ის წევრი კომპანია

Supernova

კომპანიის შესახებ

მომხმარებელთა კომუნიკაცია, ვიზუალური მონაცემების გარდაქმნა და მომხმარებელთა ანალიტიკა - ამ ყველაფრის ავტომატიზირებას ახდენს სხვადასხვა ინდუსტრიაში.

პროდუქტები და სერვისები

ინფორმაცია მოწოდებულია კომპანიის მიერ.

AI ასისტენტი e-Commerce პლატფორმისთვის

ინტელექტუალური AI ასისტენტი, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას, ამცირებს ოპერატორების დატვირთულობას და ავტომატიზაციას უწევს განმეორებად პროცედურებს.

გასაყიდ სახლებში ავეჯის ამოცნობა AI-ის დახმარებით

ამერიკულ ბაზარზე გასაყიდი სახლების ვიზუალური მონაცემების ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. კომპანიის გუნდმა შეიმუშავა AI სისტემა, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს და აკლასიფიცირებს ავეჯს სახლის ფოტოებში.

საავტომობილო ეკოსისტემის სრული ციფრული პლატფორმა

მეორადი ავტომობილების სრულად ციფრული ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების შეძენის, მონიტორინგისა და გაყიდვის პროცესის სრულ ავტომატიზაციას.

AI ასისტენტი სადაზღვევო პლატფორმისთვის

სადაზღვევო კომპანიისთვის შეიქმნა AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება დაზღვევის პაკეტების შერჩევაში, ავტომობილის დაზღვევის შერჩევაში და შეძენაში, სამოგზაურო დაზღვევის პირობების გაგებაში და შეძენაში და ა.შ.

DataVision & Mention Analytics

ერთიანი პლატფორმა დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და საჯარო მონაცემების ვიზუალიზაციისთვის

AI News - ინტელექტუალური სიახლეების გენერატორი და მედია მონიტორინგი

მედია ეკოსისტემისთვის ხელმისაწვდომი, ავტომატიზებული და ინტელექტუალური საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც აგენერირებს, აანალიზებს და ასახავს სიახლეებს ქართულ ენაზე

Facebook Message & Page ანალიტიკა კომპანიებისთვის

ბიზნესებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ საკუთარ Facebook გვერდებზე მომხმარებლების რეაქციებს, კომუნიკაციას , შეტყობინებებს, კომენტარებსა და ურთიერთქმედებებს. სისტემა გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, ავტომატიზაციითა და ღრმა სენტიმენტ ანალიზით.

Insights

მოდულური ERP, მონაცემთა საწყობი, ანალიტიკა და ციფრული მარკეტინგი.

  • მონაცემები და ანალიტიკა
  • IT და ციფრული პლატფორმები
  • მარკეტინგი და კონტენტი

6 შეთავაზება

AI Lab

ენის მოდელი ჩატბოტებისთვის და კვლევითი AI ლაბორატორია.

  • ენა და დოკუმენტები
  • მომხმარებელთა მომსახურება

1 შეთავაზება

Enagram

ქართული ენის დამუშავება: მეტყველება, ტექსტი და დოკუმენტები.

  • ენა და დოკუმენტები
  • მონაცემები და ანალიტიკა

7 შეთავაზება

დავიწყოთ საუბარი

მოგვწერეთ, რა ამოცანა დგას თქვენი კომპანიის წინაშე. პირველ შეხვედრაზე ერთად განვსაზღვრავთ შემდეგ ნაბიჯებს.