მთავარ შიგთავსზე გადასვლა

Stamo AI

ვიდეორეკლამის სწრაფი შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

GAIA-ის წევრი კომპანია

Stamo AI

კომპანიის შესახებ

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მარკეტინგულ პლატფორმას. მისი მიზანია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დაეხმაროს მაღალხარისხიანი ვიდეო რეკლამის მარტივად და სწრაფად შექმნაში, ისე, რომ მათ აღარ დასჭირდეთ სარეკლამო სააგენტოებთან მუშაობა ან რთული პროგრამული ხელსაწყოების გამოყენება. კომპანია ორიენტირებულია მარკეტინგის პროცესის ავტომატიზაციასა და გამარტივებაზე, რაც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, დაბალი ბიუჯეტით, მცირე დროში აწარმოონ პროფესიონალური რეკლამა.

პროდუქტები და სერვისები

ინფორმაცია მოწოდებულია კომპანიის მიერ.

AI-ზე დაფუძნებული ვიდეო რეკლამის გენერირება

ეს სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შექმნან სრულად პერსონალიზებული და ჰიპერ-რეალისტური ვიდეო რეკლამები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მხოლოდ რამდენიმე წუთში. სტანდარტულ ალტერნატივებთან შედარებით (სარეკლამო სააგენტოები ან DIY ვიდეო გენერატორები), Stamo მომხმარებელს სთავაზობს მარტივ და ერთიან პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ვიდეო რეკლამის შექმნა, მისთვის ვიზუალის გენერირება და ბრენდთან შესაბამისობაში მოყვანა.

Insights

მოდულური ERP, მონაცემთა საწყობი, ანალიტიკა და ციფრული მარკეტინგი.

  • მონაცემები და ანალიტიკა
  • IT და ციფრული პლატფორმები
  • მარკეტინგი და კონტენტი

6 შეთავაზება

Supernova

AI ასისტენტები, მედია მონიტორინგი და მომხმარებელთა ანალიტიკა.

  • მომხმარებელთა მომსახურება
  • მონაცემები და ანალიტიკა
  • მარკეტინგი და კონტენტი

7 შეთავაზება

uCraft.io

თარგმნისა და ელექტრონული კომერციის API პროდუქტები.

  • ენა და დოკუმენტები
  • მარკეტინგი და კონტენტი

2 შეთავაზება

დავიწყოთ საუბარი

მოგვწერეთ, რა ამოცანა დგას თქვენი კომპანიის წინაშე. პირველ შეხვედრაზე ერთად განვსაზღვრავთ შემდეგ ნაბიჯებს.